10:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 18:47:56, 2147 ნახვა

სხვადასხვა
ირანში აქციების კიდევ ერთი მონაწილე საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს, ის 23 წლის იყო

ირანმა 23 წლის მომიტინგე მაჯიდ რეზა რაჰნავარდი სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. მას სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს „ღვთის წინააღმდეგ მტრობისთვის“ უშიშროების ძალების ორი წევრის მკვლელობისთვის - საჯაროდ ჩამოახრჩვეს წმინდა შიიტურ ქალაქ მაშაჰდში. უფლებადამცველებმა ირანის რეჟიმის დანაშაული გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ ჩვენებები ძალის გამოყენებით იქნა მიღებული.

„რაჰნავარდს მიესაჯა სიკვდილით დასჯა იძულებითი აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, აშკარად უსამართლო სამართლებრივი პროცესისა და შოუს სასამართლო პროცესის შემდეგ. ამ დანაშაულს სერიოზული შედეგები უნდა მოჰყვეს ისლამური რესპუბლიკისთვის“, - წერს მაჰმუდ ამირი-მოღადამი, ნორვეგიაში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა ტვიტერზე.

8 დეკემბერს ირანმა სიკვდილით დასაჯა მოჰსენ შეკარი, პირველი 11 დემონსტრანტიდან, რომლებიც გაასამართლეს ამ შემოდგომაზე ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის.

შეკარს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ბრალად „ღვთის მტრობაც“ ედებოდა. 25 სექტემბერს მან თეირანის მთავარი გზა გადაკეტა და სამოქალაქო ბასიჯის მილიციის წევრი დანით დაჭრა. თავად აქტივისტმა განაცხადა, რომ იგი გაასამართლეს "საჩვენო სასამართლო პროცესის გარეშე".

2022 წლის სექტემბერში ირანში დაიწყო საპროტესტო აქციები 22 წლის აქტივისტის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, რომელიც ვიცე-პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის ტარების შესახებ კანონის დარღვევის გამო (მისი თმა ჩანდა თავსაბურავიდან). შემოდგომის საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics