2022-06-11 15:50:17, 1967 ნახვა
სხვადასხვა
აეროფლოტი თვითმფრინავებში ტუალეტის ქაღალდის ეკონომიურ გამოყენებას მოითხოვს
რუსულმა ავიაკომპანიის გიგანტმა "აეროფლოტმა" ბორტგამცილებელს უბრძანა ტუალეტის ქაღალდის, ხელსახოცებისა და ქაღალდის პირსახოცების ეკონომიური გამოყენების მონიტორინგი. - ამის შესახებ KazanFirst-მა ბაზა ტელეგრამის არხზე მითითებით იტყობინება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ეხება თურქეთის მიმართულებით ფრენებს და 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ბორტგამცილებლებს, ევალებათ ამ მასალების შევსება მხოლოდ მათი მოხმარების შემდეგ, მათ ეკრძალებათ დამატებითი რულონების დატოვება მგზავრებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში.
ადრე აეროფლოტის ფრენებზე ქაღალდის მასალებზე კონტროლი არ არსებობდა. დაშვების შემდეგ, ბორტზე ამ ტიპის ყველა ნივთი უნდა დაითვალოს, დაილუქოს და დაბრუნდეს.
ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი ამის შესახებ არ გაკეთებულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,