23:21 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 11:48:08, 693 ნახვა

სამხედრო
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობს

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სწავლებაში მონაწილეობენ. მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი“ (Trojan Footprint) ხუთი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ერთი ქვედანაყოფი რუმინეთში გამართულ წვრთნებში მონაწილეობს, ნაწილი კი, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საქართველოში გადის მომზადებას.

„ტროას ნაკვალევის“ ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებში მონაწილე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სწრაფი რეაგირების ამოცანები შეასრულეს და ჩასაფრების, შენობის შტურმით დაკავებისა და შენარჩუნების კომპონენტები შეისწავლეს. მათ წარმატებით ჩაატარეს რეიდი და მოწინააღმდეგე ძალა გაანეიტრალეს. ქართველმა სამხედროებმა ამერიკელი ინსტრუქტორებისგან დადებითი შეფასება მიიღეს.

მრავალეროვნულ სწავლებაში “ტროას ნაკვალევი” საქართველო პირველად მონაწილეობს. სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლებაა. „ტროას ნაკვალევი“ 3 მაისს დაიწყო და 14 მაისს დასრულდება. სწავლებას ხუთი ქვეყანა მასპინძლობს და მასში 10 ქვეყნის (აშშ, საქართველო, ბულგარეთი, გერმანია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო) სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics