21:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 13:13:26, 614 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძე: საქართველო აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს უწესებს

"საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებიც კი არ აქვს რუსეთთან, ამაზე მაღალი ფორმა სანქციების აღარ არსებობს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ევროსაბჭოში რუსეთისთვის  ხმის უფლების  აპრილამდე შეჩერებასა და სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

აბაშიძის  განმარტებით, სანქციების  თვალსაზრისით,  საქართველო იმ სტანდარტებს აკმაყოფილებს, რასაც-საერთაშორისო მეგობრობა რუსეთს უწესებს.

"ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, რომ საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებიც კი არ აქვს რუსეთთან. დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ამაზე მაღალი ფორმა სანქციების აღარ არსებობს. ძალიან მცირე ურთიერთობა სავაჭრო სფეროში.  განახლდა სატრანსპორტო კომუნიკაციები. ასე რომ, საქართველო შეიძლება ითქვას, ამ თვალსაზრისით ყველანაირად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უწესებენ რუსეთს.  ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს მათთან. ახლაც ალბათ გავივლით უახლოეს მომავალში და გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას, რაც პრინციპში ყველაზე ოპტიმალური და პრაგმატულია",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კითხვაზე-იმ მიზეზთა ჩამონათვალში,  რის გამოც რუსეთს სანქციები დაეკისრა, უკრაინასთან ერთად საქართველოს მოხვედრა, მოახდენს თუარა გავლენას თქვენსა და კარასინს შორის მოლაპარაკებებზე, აბაშიძემ განაცხადა, რომ არ ჰგონია,  ასე მოხდეს. ამასთან, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, კარასინსა და მას შორის შეხვედრა  ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება აპრილამდე არ მისცეს. ცნობისთვის,  ევროსაბჭომ რუსეთს ხმის უფლება ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics