2019-12-19 14:38:38, 27506 ნახვა
კულტურა
თბილისში რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი გაიხსნა
საქართველოში რუსული კულტურის და მეცნიერების ცენტრი გაიხსნა, რომელიც შვეიცარიის საელჩოს რუსულ სექსიაში იფუნქციონირებს., - ამის შესახებ ინფორმაციას, „სოვა ნიუსი“ ავრცელებს.
აღნიშნული ცენტრის დეკემბრის შუა რიცხვებში გახსნა რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა, რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ დააანონსა.
როგორც „რია ნოვოსტთან“ ინტერვიუში კარასინმა შეხვედრის დასრულებს შემდეგ განაცხადა, რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუსეთის საელჩო აღარ არსებობს და ფუნქციონირებს რუსეთის ინტერესების სექცია, შვეიცარიის საელჩოში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან