11:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 16:27:17, 738 ნახვა

პოლიტიკა
ფხალაძე: არ შეიძლება სამართლებრივ აქტად განხილული იყოს ის, რაც ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის ხდება

რუსეთის დუმის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასთან  სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირების მოხდენას საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე გამოეხმაურა.

ფხალაძის თქმით, ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაცია მოსალოდნელი იყო. მისივე განმარტებით, რუსეთი  თავის ზრახვებზე დაუფარავად საუბრობს.  

"ფაქტობრივად,  ეს მოსალოდნელი იყო და ამაში  ახალი არაფერია. რუსეთის ფედერაცია თავის ზრახვებზე დაუფარავად საუბრობს და არა მხოლოდ საუბრობს,  არამედ მოქმედებს. ჩვენ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და ყველგან,  სადაც კი შეიძლება, ვსაუბრობთ ამის დაუშვებლობაზე,  საქართველოს ოკუპაციისა და აწ უკვე სამწუხაროდ ანექსიის პრობლემატიკაზე.ადეკვატურად ვაფასებთ ყველაფერს და ვცდილობთ,  გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც მომავალში ამის  პრევენციას მოახდენს. არ შეიძლება სამართლებრივ აქტად განხილული იყოს ის, რაც ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის ხდება",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

აღნიშნული განცხადება ფხალაძემ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ხელშეკრულების თემაზე საქართველოს პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილსა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეგახსენებთ, რუსეთის დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასთან  სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირებას  რუსეთის სათათბიროში ხელი 441 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics