2015-01-16 15:36:16, 922 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ნებისმიერ ჯანმრთელ სახელმწიფოში საკადრო ცვლილებები მუდმივად ხორციელდება
„ნებისმიერ ჯანსაღ და ჯანმრთელ სახელმწიფოში საკადრო ცვლილებები მუდმივად ხორციელდება“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თინა ხიდაშელის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც 2015 წელი საკადრო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება.
თუმცა, მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ იგეგმება.
„გულწრფელად გეუბნებით, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მოგვსვლია. ისე გეტყვით, რომ ნებმისმიერ ჯანსაღ და ჯანმრთელ სახელმწიფოში საკადრო ცვლილებები მუდმივად ხორციელდება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან