2015-01-12 11:51:58, 841 ნახვა
საზოგადოება
ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია
საპატრულო პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავონ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დაზიანდა.
„საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აკრძალულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. საპატრულო პოლიცია მოგიწოდებთ, რომ ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავოთ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან