13:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 12:14:05, 3510 ნახვა

კულტურა
„სამეფო ნაციონალური ბალეტი“ ახალი საკონცერტო პროგრამის პრემიერას წარმოადგენს

დღეს, 20 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამეფო ნაციონალური ბალეტი წარმოადგენს ახალი საკონცერტო პროგრამის პრემიერას, რომელიც იმართება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი წარმოდგენა სახელწოდებით „მსოფლიოს გარშემო“ აერთიანებს ქართულ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საცეკვაო მინიატურებს, იგი გადმოცემულია ქართული ტემპერამენტით და ახლებური ხედვით.

მათივე ცნობით, ამ ტიპის საცეკვაო წარმოდგენა არის პირველი პრეცედენტი ქართულ ქორეოგრაფიულ სივრცეში, რომელშიც  გაერთიანებულია მთელი მსოფლიოს კულტურა ერთ კონცერტში. პროგრამაშია 4 ქართული ახალი საცეკვაო ნომერი.

წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობენ „სამეფო ნაციონალური ბალეტი“-ს პროფესიონალი მსახიობი-მოცეკვავეები, გაფორმებულია შთამბეჭდავი დეკორაციებით, ორიგინალური მუსიკითა და წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი კოსტიუმებით. მისი დადგმისას მოწვეული იყო რამდენიმე ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი, რომელთა კულტურაც ასახულია სცენაზე.

წაროდგენას დიდი გამოხმაურება მოყვა საერთაშორისო პრესაში:

„ეს არის რადიკალურად განსხვავებული ქორეოგრაფიული კულტურა, განსხვავებული ხაზი საცეკვაო პლასტიკის, განსხვავებული ემოცია და გრაციოზულობა, რომელსაც სამეფო ნაციონალური ბალეტი-ს ქართველი მოცეკვავეები ქმნიან სცენაზე“.  ესე იწყებს სტატიას იტალიური ჟურნალი („Tutto Danza” იტალია) - ჩვენ გვინახავს მრავალი ქართული კოლექტივი საფრანგეთში, მაგრამ „სამეფო ნაციონალური ბალეტი „ საქართველოდან?! მათი ცეკვა უნიკალური მოვლენაა, რომელიც თქვენ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ. (Le Figaro, საფრანგეთი)

ცნობისთვის, დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ბალეტმეისტერი არის საქართველოს 2000 წლის საუკეთესო მოცეკვავე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გელა ფოცხიშვილი. დასის საპატიო ბალეტმეისტერი არის საქართველოს საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების ამაგდარი, საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენის კავალერი გელოდი ფოცხიშვილი.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics