2026-01-31 22:15:47, 1813 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ტერიტორიული საკითხები პუტინთან შეხვედრის გარეშე ვერ მოგვარდება
უკრაინა ღიაა ნებისმიერი ფორმატით შეხვდეს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Český rozhlas Plus-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ფორმატით შეხვედრებისთვის, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ასევე გვსურს, რომ ევროპა იყოს წარმოდგენილი, რადგან ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია ევროკავშირის წევრობა, ასევე „ნების კოალიცია“, - დასძინა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები შეიძლება შემოგვიერთდნენ ამ მოლაპარაკებების გარკვეულ ეტაპზე, მაგრამ ჯერ „ჩვენ სამივეს შეხვედრა გვჭირდება“: „ჩვენ უნდა შევძლოთ რუსეთთან, რუსეთის ლიდერთან კონტაქტის დამყარება, ამა თუ იმ ფორმატში. ასეთი ფორმატის გარეშე... ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმებას“. - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,