2016-03-07 12:04:38, 993 ნახვა
სხვადასხვა
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი გარდაიცვალა
ლოს-ანჟელეში 94 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, რეიგანის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.
ნენსი რეიგანი აშშ-ს ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მეუღლე იყო, რომელიც აშშ-ს 1981-1989 წლებში მართავდა.
ნენსიმ მთელი თავისი ცხოვრება მეუღლის მეურვეობას მიუძღვნა - ჯერ ჰოლივუდში, შემდეგ კი პოლიტიკური კარიერის დროს - კალიფორნიასა და თეთრ სახლში. მან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 12 წელი იცოცხლა.
ექს-პრეზიდენტ რონალდ რეიგანის გარდაცვალების შემდეგ, ნენსი რეიგანი საზოგადოებრივი საქმიანობით იყო დაკავებული. იგი ალცჰეიმერის სინდრომით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად ღეროვანი უჯრედების გამოკვლევებით იყო დაინტერესებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან