2015-10-03 18:46:41, 1105 ნახვა
სხვადასხვა
ფოთის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უპოვართა სასადილო მოინახულეს
ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი მაია მაკალათია უპოვართა სასადილოს ეწვივნენ .
როგორც „ექსპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებთან ერთად იქაური კერძები დააგემოვნეს, გაესაუბრნენ და დაინტერესდნენ, რის შეცვლას ან დამატებას ისურვებდნენ ყოველდღიურ რაციონში, რათა მოხდეს მათი სურვილების გათვალისწინება და ასახვა 2016 ბიუჯეტში.
მათივე ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან უპოვართა სასადილოსთვის პროგრამის მიხედვით, 200 000 ლარია გათვალისწინებული, სადაც ყოველდღიურად 215 ბენეფიციარი იკვებება. 10 სოციალურად დაუცველს კი სადილი სახლებში ეგზავნებათ. გარდა ამისა , თითოეულ მათგანს ფოთის მუნიციპლაიტეტიდან დღესასწაულებზე სასაჩუქრე ნობათი ურიგდებათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან