23:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 10:54:04, 877 ნახვა

გიგი უგულავა - ხმა მივეცი, რომ „ლუნატიკმა“ დაასრულოს ქვეყნის წვალება და გავიდეთ სამშვიდობოს

„ხმა მივეცი, რომ „ლუნატიკმა“ დაასრულოს ქვეყნის წვალება და გავიდეთ სამშვიდობოს“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით,  ქვეყანას სჭირდება მკაფიოდ პროევროპული მთავრობა, ის ვინც დაწევს გადასახადებს და რომელიც შეებრძოლება პანდემიას.

„ქვეყანას სჭირდება მკაფიოდ პროევროპული მთავრობა, ის ვინც დაწევს გადასახადებს , რომელიც შეებრძოლება პანდემიას , ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას სჭირდება მმართველობა, რომელიც მოვა იმსახურებს და წავა. ამას მივეცი ხმა და ვიცი, რომ ასეთი ძალა სწორედ „ევროპული საქართველოა“.

მე მივეცი ხმა, იმას, რომ აშენდეს ზუგდიდში პორტი, რომელიც ივანიშვილმა გააჩერა. მე მივეცი ხმა, რომ ადგილობრივ მმართველობას ჰქონდეს თავისი ბიუჯეტი და არ იყურებოდეს ვინმეს წყალობაზე.

ინფრასტრუქტურა უნდა ვითარდებოდეს, არა მხოლოდ ცენტრში არამედ გარეუბნებშიც. მე მივეცი ხმა, რომ ზუგდიდი იყოს ამაყი და გამართული, არ იყოს უმუშევრობის პრობლემა. არავის ჰქონდეს მიტოვებულობის განცდა, მე მჯერა, რომ ზუგდიდი ყველაზე ძლიერ სიტყვას იტყვის“, - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთ უბანზე იყო პრობლემა, იყო ასევე მოძველბიჭო, კრიმინალური ტიპაჟების კონცენტრაცია.

„ერთ-ერთ უბანზე იყო პრობლემა, იყო ასევე მოძველბიჭო, კრიმინალური ტიპაჟების კონცენტრაცია უბნებზე. მინდა, დამკვირვებლებს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ კუდით ქვა ასროლინეს.

ასე მოუვა ყველა მოძალადეს, რომელიც ფეხს გამოყოფს და სოროდან გამოძვრება.

მე მინდა გავაფრთხილო ყველა საჯარო მოხელე, რადგან მუდმივი არაფერი არ არის დაემორჩილეთ და ჩაჯექით კანონის ფარგლებში“, - განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics