11:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-06 16:35:18, 1751 ნახვა

რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტაციაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინაციის სამსახურის უფროსმა გიორგი როინიშვილმა და მხარის გუბერნატორი ლევან შონიამ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, პროექტების განხილვას გუბერნიის ადმინისტრაციაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და მხარის მუნიციპალიტეტების გამგებელები ესწრებოდნენ.

ედიშერ თოლორაიას განმარტებით, 2015 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე მე–7 გზის აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„2015 წლის იანვრიდან დღემდე შეკეთდა და ახალი, უმაღლესი ხარიხის ასფალტის საფარი დაიგო სოფლების: ურთის, უჩაშონის,ჭითაწყარის, ინგირის, ცაცხვის გზებზე. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო ტყაიის ადმინისტრაციული ერთეულის გზაზე.გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რიყის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამ ეტაპზე გზების რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა“, - აღნიშნა თოლორაიამ.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად, მუნიციპალიტეტების მიხედვით განიხილეს რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოები. ამავდროულად, განხილულ იქნა რეგიონში სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics