09:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 15:40:11, 3092 ნახვა

სხვადასხვა
ლიეტუვის დედაქალაქში „ქართველების ქუჩა“ დაარსდა

ლიეტუვაში მიმდინარე „საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში 2019 " კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ვილნიუსის ერთ-ერთ რაიონში "ქართველების ქუჩა" - Kartvelu Street გახსნა.
 
ღონისძიება მუსიკალურად გააფრომეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ „სულიკოს" მომღერლებმა.
 
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მაისში ლიეტუვამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს აუთენტური დასახელების Sakartvelo-ს ლიეტუვურ ენაში დამკვიდრების თაობაზე ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში. შესაბამისად, ვილნიუსში ახლადგახსნილ ქუჩას ასევე Kartvelu Street ანუ ქართველების ქუჩა ეწოდა.
 
ამასთან საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება დამეგობრებული დედაქალაქების - თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლისთავი. ამ ღირშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა ანსამბლ „სულიკოს" საჯარო კონცერტი ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში, სადაც ვილნიუსის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ხელოვნებას.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics