13:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 13:38:58, 1376 ნახვა

Lifestyle
ირმა ინაშვილი:ვისაც უნდა ნიძლავს დავუდებ, რომ მინიმუმ 6-8 თვეში ოდესა რუსებს დარჩებათ

"ვისაც უნდა ნიძლავს დავუდებ, რომ მინიმუმ 6-8 თვეში, ან უფრო ადრე ოდესა და უკრაინის მთელი სანაპირო ზოლი რუსებს დარჩებათ, "ამერიკელი მიშიკოს" დახმარებით. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა დაწერა.

"ოდესას ცნობილი რუსული სიმღერით ხვდება. გეუბნებით, "შტირლიცია"- თქო... ახლა ოდესას და უკრაინის მთელი შავი ზღვის ნაწილს რუსებს ჩაახუტებს და მერე პუტინისგან ორდენსაც დაიმსახურებს: "რუსეთის სახელმწიფოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის"... ისე, ქართული სპეცსამსახურების საყურადღებოდ: ოდესიდან ბათუმამდე, ან ფოთამდე ძალიან ეფექტური მარშრუტია, მაგრამ სად ჰყავს ამ ქვეყანას პრინციპული ლიდერი, ან ლიდერთა ჯგუფი, ეს პასუხისმგებლობა რომ საკუთარ თავზე აიღონ?! -წერს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო  და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics