13:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 16:43:55, 1094 ნახვა

სამხედრო
პრინცი ჰარი მჯდომარე ფრენბურთში ქართველი სამხედროების გამარჯვებაზე: ამას არავინ ელოდა

საბრძოლო მოქმედებებისას დაჭრილი სამხედროების სპორტული თამაშების - Invictus Games-ში ქართველების გამარჯვებას დიდი ბრიტანეთის სამეფოს პრინციპი ჰარი გამოეხმაურა.

როგორც პრინცმა თამაშების საზეიმო დახურვაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არავინ ელოდა, რომ  ქართველების გუნდი, რომელსაც 3  წლის წინ მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა, ოქროს მედალს მოიპოვებდა.

„თავადაც ვერ წარმოვიდგენდი იმ  მასშტაბს, რისი მოწმენიც თამაშებზე გავხდით. გაგაფრთხილეთ, მზად ყოფილიყავით კონკურენციისთვის, თუმცა არავინ ელოდა, რომ  ქართველების გუნდი, რომელსაც სამი წლის წინ მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა, ოქროს მედალს მოიპოვებდა“, - აღნიშნა პრინცმა ჰარიმ.

ამასთან, პრინცმა ჰარიმ დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესში სპორტის როლზეც ისაუბრა. თამაშების დამაარსებელმა ასევე რამდენიმე განსაკუთრებული მოთამაშეც გამოჰყო.

პრინცმა მოუწოდა თამაშების მონაწილეებს, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ყოფილ თანამებრძოლებს და იმუშაონ საზოგადოებასთან, რათა სხვა დაჭრილ სამხედროებს დაეხმარონ.

"დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ თამაშებზე, რომელიც სიდნეიში ჩატარდება, ნაცნობ სახეებს ვნახავ. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ იმ სამხედროებმა, რომლებმაც წლევანდელ თამაშებს სახლში უყურეს, გადაწყვეტენ ჩამოსვლას და საკუთარი ქვეყნის დროშის აფრიალებას Invictus Games-ში", - განაცხადა პრინცმა ჰარიმ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics