07:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 13:23:42, 775 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს რუმინეთის თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტი ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი რუმინეთის კაროლ პირველის სახელობის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტს, პოლკოვნიკ გეორგე კალოპარეანუს შეხვდა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, რუმინეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვალერიკა პიროშა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუმინელ სტუმრებთან ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების სფეროში არსებული ურთიერთობები განიხილა. 

საუბარი ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ნუკრი გელაშვილმა და პოლკოვნიკმა გეორგე კალოპარეანუმ აკადემიაში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ბაზაზე სამეცნიერო ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე, ასევე აღნიშნული კოლეჯის ინსტრუქტორებისა და აკადემიის ინგლისური ენის პედაგოგებისათვის გაცვლითი პროგრამის დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს. 

შეხვედრაზე საუბარი ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიებსაც შეეხო.

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრნენ. 

რუმინელი სტუმრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობასა და არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ, ასევე აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics