2015-04-11 10:11:05, 576 ნახვა
საზოგადოება
სააღდგომო მსახურებას პატრიარქი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს
სააღდგომო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს.
საქართველოს საპატრიარქო აღდგომის დღის მსახურებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„მოსახლეობას შევახსენებთ, რომ სააღდგომო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ჩაატარებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვა-ლოცვა დაიწყება შაბათს, ღამის 24:00 საათზე. მცხეთაში წასასწვლელად მრევლისათვის ავტობუსები გავა 22:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან.
აღდგომა დღეს, 12 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში აღევლინება სამადლობელი პარაკლისი და მოხდება მიმდებარე ქუჩების კურთხევა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან