2015-04-09 10:39:40, 604 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ალასანია: 9 აპრილი ყველა ქართველს გვახსენებს მთავარ მოვალეობას, რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე
„9 აპრილი ყველა ქართველს გვახსენებს მთავარ მოვალეობას, რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ დღევანდელი დღე ყველა ჩვენი მოქალაქისთვის არის არნახული ერთობის დღე. იმ დღეებში საქართველო იყო მართლაც ერთიანი, ერთსული. ეს დღე ყველა ქართველს გვახსენებს მთავარ მოვალეობას, რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მზად ვიყოთ დავთმოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო“,-განაცხადა ალასანიამ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან