2016-12-13 12:08:10, 1968 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კარლო ნატალე: დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი
„ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კარლო ნატალემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ ველოდებით ახალ ამბებს ბრიუსელიდან, სადაც დღეს შეხვედრაა დანიშნული. გასულ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როცა პარლამენტი, საბჭო და ევროპის კომისია შეთანხმდნენ ახალ სისტემაზე, რომელიც საქართველოსთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა უვიზო მიმოსვლის პროცესისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი", - აღნიშნა ნატალემ.
ნატალეს კომენტარის თარგმანს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან