20:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 13:46:26, 805 ნახვა

საზოგადოება
ნანუაშვილი „იდენტობის” და ირაკლი ვაჭარაძის მიმართ გამოთქმულ მუქარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძისა და ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ მუქარის ფაქტებს ეხმიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარემოებების ადეკვატურად შეფასების, ირაკლი ვაჭარაძისა და „იდენტობის“ სხვა თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს.

სოციალური ქსელით და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიერ სოციალური ქსელ „Facebook“-ზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შეფასებას არაერთი კერძო პირისაგან მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მუქარა მიმართულია როგორც უშუალოდ ირაკლი ვაჭარაძის, ასევე მთლიანად ორგანიზაცია „იდენტობის“ წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ სოციალური ქსელში დაანონსა საპროტესტო აქცია, რომელიც 2015 წლის 10 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ შენობასთან გაიმართება. 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძისა და სხვა თანამშრომლების უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. 

ამასთან, ნანუაშვილის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ორგანიზაცია „იდენტობის“ შენობასთან დაგეგმილი აქციის კანონისმიერ ფარგლებში ჩატარების უზრუნველსაყოფად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics