10:19 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 19:27:46, 469 ნახვა

პოლიტიკა
გრიგორი კარასინი: ნატო-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, ნატო-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ამის შესახებ კარასინმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეტთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კარასინის თქმით, რუსეთი ნატოს გაფართოების პროცესს ყურადღებით აკვირდება.


„რა თქმა უნდა გვაღელვებს ნატოს გაფართოების საკითხი.  ჩვენ ამ თემაზე ვესაუბრებით  ქართველ კოლეგებს თუმცა მათი განცხადებები რა საკვირველია  საკმარისი არ არის.  ნატო-ს  გაფართოება წარმოადგენს საფრთხეს  რუსეთისთვის, ამიტომ  ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით და ვაცნობთ ჩვენს პოზიციებს  საერთაშორისო პარტნიორებსა და  საქართვცელოსაც.  საქართველოს ხელისუფლებაში ამას  აცნობიერებნ, იგივე ეხება  ევროკავშირისა და ჩვენი მეზობელი, მათ შორის საქართველოს  ურთიერთობების ფორმაც.  ამ საკითხებზე ჩვენ ვსაუბროვბთ ჩვენ  არ გვაქვს დახურული თემები“,-განაცხადა გრიგორი კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრა დღეს პრაღაში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics