13:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 12:13:04, 1938 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო: სახ. დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პორტის პროექტი გავაცანით

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის ანაკლიის პორტის პროექტი გააცნეს. მას მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი შეხვდა.

„მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრას ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელები. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საკვანძო პროექტია, რკინიგზა კი „შუა დერეფნის კრიტიკული რგოლი“.

პიტერ ანდრეოლი საქართველოს რამდენიმე დღის წინ ეწვია. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის უნდა შეხვდეს კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics