02:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-18 12:27:19, 1502 ნახვა

საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე - არის ცნობები ილია მეორის სიონის ტაძარში შესაძლო დაკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და სხვადასხვა პროცედურის შესახებ იმსჯელებენ.

„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მრევლს, დიდი დანაკლისია და ძალიან დიდია მწუხარება.

დღეს სინოდი 14:00 საათზე შეიკრიბება, ეს არის საეკლესიო წესი. სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის დეტალებზე. დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში.

რაც შეეხება პატრიარქის სურვილს, რომ სიონში დაკრძალულიყო, ამის შესახებ არის ცნობა, თუმცა სინოდმა უნდა დაადგინოს. ასევე, დადგინება თარიღიც",- განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

ის 17 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კუჭიდან მასიური სისხლდენით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics