13:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-18 19:00:46, 637 ნახვა

პოლიტიკა
პროკურატურა: გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა ყველა დანაშაული, აანაზღაურა ზიანი

პროკურატურაში ამბობენ, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. 

კერძოდ, პროკურატურის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა მიყენებული ზიანი.

"სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა მიყენებული ზიანი, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე", - ამბობენ პროკურატურაში.

ცოტა ხნის წინ ადვოკატმა დაადასტურა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დღეს დატოვა. 

***

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის დამნაშავედ იყო ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც. 

კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო იქამდე დატოვა, ვიდრე მას ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

გარდა ამისა, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა მტკვარი ჰესის საქმეზეც -  სსკ-ის 344-ე და 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა საინვესტიციო პროექტები არაეფექტიანად მართა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ჰესი დღემდე ექსპლუატაციაში არ შესულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics