15:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-15 11:52:03, 927 ნახვა

სამართალი
ბათუმში, დანით შეიარაღებული პირი სუპერმარკეტს თავს დაესხა

ბათუმში, დანით შეიარაღებული პირი ერთ-ერთ სუპერმარკეტს თავს დაესხა - შემთხვევა გუშინ 14 იანვარს მხოდა. ინფორმაცისა შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მიმდინარე წლის 14 იანვარს, ბათუმში, სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა. დანის დემონსტრირებით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა და მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა და ბრალდებულის სახით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე  დააკავეს.

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics