18:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 10:42:17, 3115 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მომხმარებლებს გზავნილებზე დამატებითი ფულადი პრიზების მიღების შესაძლებლობას აძლევს

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მომხმარებლებს დამატებითი ფულადი რესურსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკში გზავნილებზე ორი გათამაშება მიმდინარეობს.

გაორმაგებული გზავნილების ფარგლებში, 3 მარტიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით იმ მომხმარებლებს, რომლებიც ფულად გზავნილს საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდებენ, აქვთ შესაძლებლობა, გაორმაგებული თანხა მიიღონ.

გათამაშებაში ავტომატურად ერთვება ყველა მომხმარებელი, რომელიც  საერთაშორისო ფულად გზავნილს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდებს. გაორმაგებულ თანხას ყოველკვირეულად მე-20 000 განაღდებული გზავნილის მიმღები ავტომატურად იღებს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, მომხმარებლებმა გზავნილი უნდა მიიღონ შემდეგი სისტემებიდან: RIA, Western Union, MoneyGram, IntelExpress, RicoGram. გაორმაგებული გზავნილების გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

მეორე გათამაშება კი ემიგრანტებს 500 ან 5000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გათამაშება 24 მარტიდან დაიწყო და 18 მაისის ჩათვლით გრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირებს ავტომატურად შეუძლიათ, მათ, ვინც თანხას საკუთარ თავს უგზავნის და საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით ანაღდებს.

განაღდებული ყოველი 150 ლარი თითო ბილეთს უდრის, შესაბამისად, რაც უფრო დიდია გზავნილის მოცულობა, მით მეტია ფულადი პრიზის მიღების შანსი.

გათამაშების ფარგლებში, ყოველკვირეულად რამდენიმე გამარჯვებული ვლინდება, რომლებიც 500 ან 5000 ლარის ოდენობის პრიზს მიიღებს.

ამ დროისთვის გათამაშებას უკვე ჰყავს 48 გამარჯვებული 10 სხვადასხვა ქვეყნიდან.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics