2024-07-05 12:36:07, 938 ნახვა
რეგიონი
სოფელ ერთაწმინდაში გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში, 760 გრძივი მეტრი გზის არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაო გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია დამცავი კედელი, სანიაღვრე არხი, ასევე მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობა. დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგილებას. პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "ბესკო" ახორციელებს”,- ნათქვამია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),