2023-10-23 09:39:31, 870 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "შუახევობა" გაიმართა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა და შუახევის მაცხოვრებლებს დღესასწაული მიულოცა.
|დღესასწაულის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო. მოეწყო შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. გაიმართა საპატიო შუახეველების დაჯილდოების ცერემონია. "შუახევობა" საზეიმო კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.
შუახევობის დღესასწაულში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),