21:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 12:46:57, 1925 ნახვა

კომენტარი
კალაძე - რაც შეიძლება მეტი სპორტული მოედანი უნდა გავაკეთოთ, რათა მეტი კვარაცხელია გავუზარდოთ ქვეყანას

„რაც შეიძლება მეტი სპორტული მოედანი უნდა გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე  იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლიში“ მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ წარმატებებს. 

როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერიას, გამოწვევების მიუხედავად, აქვს უამრავი პროექტი იმისთვის, რომ მეტად კომფორტული გახდეს ქალაქი, მეტი სკვერი,  რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი გაკეთდეს. 

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, უამრავი პრობლემა, მაგრამ ყველა ვართ შემართებით და გვაქვს მზაობა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პრობლემებს, დავუპირისპირდეთ კონკრეტული საქმეებით, პროექტებით, გადასადგმელი ნაბიჯებით, რათა ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე არის დღეს, ვიდრე იყო გუშინ და გუშინწინ. ამის ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა გაგვაჩნია. 

ჩვენ მზად ვართ, გემსახუროთ, ვემსახუროთ ამ ქალაქს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავალამაზოთ, კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, მეტი ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, გამართული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეიძლება მეტი სკვერი და რეკრეაციული სივრცე თუ სპორტული მოედანი გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics