15:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 11:50:20, 2234 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნოდარ ხადური: ლარის გაცვლითი კურსის ნახტომისებური ცვლილებები არ უნდა მოხდეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსის ნახტომისებური ცვლილებები არ უნდა მოხდეს. 

ამის შესახებ ხადურმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

ხადურის თქმით,  გაცვლით კურსზე როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორები მოქმედებს.

„ლარის გაცვლითი კურსის ნახტომისებური ცვლილებები  არ უნდა მოხდეს, არც საქართველოს ეროვნულ ბანკს, არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  2014 წლის განმავლობაში  არ გაუზრდია მიმოქცევაში არსებული ფულის  რაოდენობა იმდენად,  რომ ამას გამოეწვია ლარის გაცვლითი კურსის რყევა. წელს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 3,9%-იანი ბიუჯეტის დეფიციტი, თუმცა ბიუჯეტის დეფიციტი  იმის გამო, რომ ჩვენ გადავაჭარბეთ ბიუჯეტს, არის გაცილებით ნაკლები, ამას დავთვლით და გამოვაქვეყნებთ. მომავალი წელი 3%-ში გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics