21:13 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 15:31:12, 1166 ნახვა

რეგიონი
ფოთის მერი უპოვართა სასადილოს ეწვია

ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი მაია მაკალათია უპოვართა სასადილოს ეწვივნენ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებთან ერთად იქაური კერძები დააგემოვნეს, გაესაუბრნენ და დაინტერესდნენ, რის შეცვლას ან დამატებას ისურვებდნენ ყოველდღიურ რაციონში, რათა მოხდეს მათი სურვილების გათვალისწინება და ასახვა 2016 ბიუჯეტში.

ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან უპოვართა სასადილოსთვის პროგრამის მიხედვით, 200 000 ლარია გათვალისწინებული, სადაც ყოველდღიურად 215 ბენეფიციარი იკვებება. 10 სოციალურად დაუცველს კი სადილი სახლებში ეგზავნებათ. გარდა ამისა , თითოეულ მათგანს ფოთის მუნიციპლაიტეტიდან დღესასწაულებზე სასაჩუქრე ნობათი ურიგდებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics