14:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 12:30:57, 5913 ნახვა

ომი უკრაინაში
რატიანი - როგორც ექიმს, პაციენტის იდენტიფიცირების უფლება არ მაქვს, არცერთი შემთხვევა დამალული არ არის

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხევევა არ არის დამალული.

მისი თქმით, არჩერთი მედპერსონალი ვირუსისგან დაზღვეული არ არის.

„რაც შეეხება კლინიკაში მედპერსონალის ინფიცირებას, მინდა გითხრათ, რომ მე ვარ მოწოდებით ექიმი და არასდროს არ ვარღვევ ეთიკას. ეთიკა არის პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული ან არაინფიცირებული, როგორც ექიმს არ გამაჩნია უფლება მის იდენტიფიკაციასა და კომპეტენციაზე ვისაუბრო. თუ პაციენტებმა გადაწყვიტეს კონტაქტით გამოსვლა ნებისმიერ ტელევიზიასთან, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მე ნუ მომთხოვთ პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ინფიცირებული, რომ მათი იდენტიფიცირება მოვახდინო. არცერთი შემთხვევა არ არის დამალული. კლინიკურ-ლაბორატორიული შემთხვევა, რომელიც ვრცელდება კოვიდ-19-ის შესახებ იტვირთება რამდენიმე პორტალზე, სადაც მითითებული და იდენტიფიცირებულია პაციენტი. აქედან გამომდინარე, მე როგორც მკურნალი ექიმი ვიხსნი პასუხისმგებლობას.

ჩვენი მედპერსონალი ემორჩილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა იყოს აღჭურვილი და რა ეტაპზე რა უნდა განახორციელოს. ვირუსს, რომელსაც ამ კლინიკაში ვებრძვით და ნებისმიერ სხვა კლინიკაში ებრძვიან ექიმები არცერთი მედპერსონალი არ ვართ დაზღვეული, მათ შორის არც მე, რომ არ დავინფიცირდებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics