2020-01-08 16:11:46, 15417 ნახვა
High - Tech
Samsung Ballie – „ჭკვიანი“ ბურთი დიდი შესაძლებლობებით
CES 2020-ზე კომპანია "სამსუნგმა" „ჭკვიანი სახლის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი - სფეროს ფორმის ბორბლებიანი ბურთი წარადგინა.
კომპანიის მტკიცებით , Ballie თქვენს სახლში არსებულ ყველა "ჭკვიან" მოწყობილობას გააკონტროლებს და საჭიროების მიხედვით , თქვენი ჩართულობის გარეშე გამოიყენებს.
რობოტი მტვერსასრუტი, ტელევიზორი, "ჭკვიანი" ჟალუზი, ძაღლის საკვების დოზატორი, ყავის აპარატი, სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სიგნალიზაცია - ეს და სხვა მრავალი ჭკვიანი გაჯეტი , რომელთა რიცხვი დრითიდღე მატულობს ამ ბურთის "მეგობრებად" იქცევიან.
კომპანია მოკლე ვიდეორგოლის მეშვეობით Ballie-ს შესაძლებლობების ნაწილს ასაჯაროვებს.
მოწყობილობის ფასი და მასიურად გაყიდვების დრო ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან