10:40 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 12:48:54, 1781 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე ოპოზიციაზე- უნდათ, რომ თავიანთი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანონ

ეს ძალადობრივი დაჯგუფებები გარედან იკვებებიან - სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, მათი რეიტინგი კი ნულია, ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს მათ განაჩენს გამოუტანს, - თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ განაცხადა.

„უნდათ, რომ თავიანთი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანონ, რადგან ყველანაირად გაუბედურებულები არიან, თანადგომის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ნიჰილიზმში არიან გადავარდნილები. ხალხი  ხედავს, რას წარმოადგენენ. გუშინდელი მაგალითიც ამას მოწმობს, რომ არიან მოძალადეები, რომლებიც გარედან იკვებებიან - სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით, დაფინანსებით. მათი რეიტინგი, ავტორიტეტი ნულია. ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს მათ განაჩენს გამოუტანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია სხვადასხვა ხრიკს იყენებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში დაპირისპირების დასაწყებად.

„ეს ადამიანები ეცდებიან, რომ რაღაც დაპირისპირება შემოიტანონ, ასეთი ხრიკებით. არც ბურჭულაძე და არც ხაბეიშვილი დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან, არც ერთი და არც მეორე. ასე რომ, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას  და 4 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების მიმართულებით, ისე საკრებულოებში გამარჯვებას“, -აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics