10:37 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 13:45:51, 4900 ნახვა

Lifestyle
ჯოლი : ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ მარტოობა მინდა

ჰოლივუდში ამბობენ:"რაც უფრო ლამაზია წყვილი, მით უფრო რთული იქნება მისი დაშორება". ეს ბედი ე.წ ბრედჯელინას ვარსკვლავურ დუეტსაც ეწია. 
განქორწინების შემდეგ,  ახალი ურთიერთობების დაწყება არც ერთ მსახიობს არ გამოუვიდა.
წყვილის დაშორება მსოფლიო ყვითელი პრესის სამიზნე დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ. წერდნენ, რომ ყველაფერი ბრედ პიტის ალკოჰოლური დამოკიდებულების და აგრესიულობის გამო დაიწყო. და თუ საერთო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გაყოფის ფროცესი 1 წელიწადში მოგვარდა, 6 საერთო შვილზე ზრუნვის პრიორიტეტები დღემდე აქტუალური გახლავთ.
ანჯელინა ჯოლის რისხვას ვერც ძვირფასი საჩუქრები გადაურჩა-ეხლახანს მან პიტის ნაჩუქარი უინსტონ ჩერჩილის მხატვრული ტილო გაყიდა. ხოლო რამდენიმე დღეში ერთ-ერთმა შვილმა მედოქსმა სასამართლოს ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
ჯოლის ინტერვიუმ, რომელიც გამოცემა E! News Daily Pop-ში დაიბეჭდა კვლავ ინტერესის გამომწვევი გახდა, ჟურნალისტთან საუბარში ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ დაშორების მიზეზი მწვავე და ნათელია, მაგრამ ის ახალი ურთიერთობების დაწყებას ჯერ არ აპირებს:"ალბათ დიდი ჩამონათვალი მაქვს, რომელშიც ბევრი "არა" არსებობს. დიდი ხანია მარტო ვარ.სიმშვიდით ვტკბები", ამბობს ჯოლი.
ჯოლი ამბობს, რომ 6 ბავშვზე ზრუნვა ამ ეტაპზე მისი უმთავრესი მისიაა:"ძალიან მაცინებს, როცა ბავშვები "ლარა კროფტიდან" აკრობატული ილეთების ჩვენებას მიკრძალავენ-ისინიც ზრუნავენ ჩემზე და ხვდებიან, რომ დედა 20 წლის აღარ არის. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ",აღნიშნავს ჯოლი.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics