09:01 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 14:27:31, 1051 ნახვა

ელენე ხოშტარია - მიმდინარე დარღვევის ფაქტები მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო იარაღი ძალადობაა

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი რეალური ცვლილებების, რომელსაც იგრძნობს ყველა მოქალაქე, ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა და ვაკის მაჟორტარობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, ელენე ხოშტარიამ საარცევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე დარღვევების ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო იარაღია სწორედ ძალადობაა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც თითოეული მოქალაქის გადაწყვეტილება განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში უკვე ფიქსირდება „ქართული ოცნების“ მხრიდან მანიპულაციიის მცდელობა, ხან ბიულეტენებზე 2 ნომრის მოხევა, ფულის დარიგების დაუფარავი ფაქტები და ძალადობის ფაქტები, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სწორედ მოქალაქეები და მათი აქტიურობა განსაზღვრავს თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი რეალური ცვლილებების, რომელსაც იგრძნობს ყველა მოქალაქე, ოღონდ ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ მოვიდეს არჩევნებზე.

სამწუახაროა, რომ ფაქტები როგორც წინა არჩევნებზე და ახლაც მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო იარაღია სწორედ ძალადობა. ჩვენ გვინახავას არაერთი დაუფარავად კონკრეტული „ქართული ოცნების“ წევრი საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებიც ამაში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ, ოპოზიციას, ყველა მოქალაქეს, აქტივისტს მოვუწოდებ, არ მივცეთ საშუალება „ქართულ ოცნებას“ ძალადობრივი სცენარის განვითარებაში. მშვიდობიანად, უსაფრთხოდ მივიდეთ, მივცეთ ხმა და სწორედ საარჩევნო ბიულეტენით გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი და არა ისე, როგორც უნდა ბიძინა ივანიშვილს ან ვინმეს, ვინც დაინტერესებულია არეულობაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics