2015-07-08 10:01:29, 604 ნახვა
სამართალი
ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში თევზჭერის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში თევზჭერის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევები მდინარეებზე ალაზანსა და მაჭარეულზე კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით - ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ.
„ბრაკონიერებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. ასევე, განხორციელდა უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის თევზის კონფისკაცია.
ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან