14:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 18:00:58, 708 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: ორპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შეუძლებელია წარმატებულად ჩაითვალოს

„როდესაც საუბარია ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, ჩვენ გვჭირდება მკვეთრი ზრდის ეფექტი, რაც ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიღწევას ნიშნავს და ორპროცენტიანი ზრდა შეუძლებელია წარმატებულად ჩაითვალოს“, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა “ექსპრესნიუსთან“ ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
აბაშიშვილის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ შემცირებული პროგნოზი როგორც მინიმუმ მიღწეულ იქნას. მისი განცხადებით, მთავრობამ ამ პროცესს ხელი სხვადასხვა ნაბიჯებით უნდა შეუწყოს.
„აუცილებელია ორიენტირება ექსპორტზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური პროგნოზირების სისტემების კიდევ უფრო დახვეწაზე. რათა მსგავსი რყევები ავიცილოთ და ეკონომიკური ზრდა სწრფად მოხდეს“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics