2015-04-20 13:10:58, 509 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის სტაჟიორებს სერთიფიკატები გადაეცათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში „საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის“ პირველი ეტაპი დასრულდა.
ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა 5 წარმატებულ სტაჟიორს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შერჩეულმა კანდიდატებმა სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამა საისტორიო ცენტრალურ არქივში, საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებასა და დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილებაში გაიარეს.
პროგრამის ფარგლებში ეროვნულმა არქივმა ერთი სტაჟიორი დაასაქმა.
სტაჟირების ახალი ეტაპი 6 აპრილს დაიწყო. ათი სტაჟიორი პროგრამას საქართველოს ეროვნული არქივის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გადის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან