22:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 18:38:48, 573 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით კონფერენცია “დანაშაულის ეფექტური პრევენცია” გაიმართება

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“  (ELSA Georgia) ორგანიზებით, ხვალ, 17 აპრილს, კონფერენცია „დანაშაულის ეფექტური პრევენცია“ გაიმართება.

ღონისძიებას თბილისისა და გორის უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრებიან.  

პროექტის მიზანია საქართველოში დანაშაულის პრევენციაზე მიმართული პროგრამების გაცნობა და მათი პოპულარიზაცია, არსებული გამოწვევების განხილვა, ეფექტიანი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა, სტუდენტებში ამ მიმართულებით სამართლებრივი  ცნობიერების დონის ამაღლება და ამ სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა.

კონფერენციაზე მომხსენებლები იქნებიან იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები. კონფერენცია ქალაქ დოჰაში მიმდინარე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  გაეროს   მე-13 საერთაშორისო კონგრესს  ეძღვნება. კონგრესი  12 აპრილს გაიხსნა და 19 აპრილს დასრულდება. ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დანაშაულის პრევენციის კონგრესი 1955 წლიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

კონგრესი, როგორც გლობალური ფორუმი, სახელმწიფოებსა და ამ სფეროში მოქმედ სპეციალისტებს შორის, გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა.  მისი მთავარი მიზანია დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანი მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა მთელ მსოფლიოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics