14:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 16:40:01, 620 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში სააღდგომო ფესტივალს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში „სააღდგომო ფესტივალს" დაესწრო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფესტივალი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა.

მათივე ცნობით, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საკონდიტრო კომპანიების მიერ მომზადებული სააღდგომო პასკები, თემატურად დატვირთული კანაპეები და სადღესასწაულო პროდუქცია.

ასევემოწყობილი იყო საგამოფენო კუთხეები სააღდგომო ნახატებით და ხელნაკეთი ნივთებით. მოეწყო გამოფენა, გაყიდვა და დეგუსტაცია.

ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები  უმწეო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები იყვნენ.

გამოფენაზე ასევე  სააღდგომო კვერცხების დეკორატიული მოხატვის მასტერ-კლასები და კონკურსები გაიმართა,  რომელშიც მონაწილეობა ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და სახელმწიფო სტუდიების აღსაზრდელებმა მიიღეს.

„სააღდგომო-საქველმოქმედო ფესტივალი წელს პირველად იმართება ბათუმში. აქ არის შესანიშნავი განწყობა, ფესტივალს ესწრება უამრავი ბათუმელი, უამრავი ბავშვი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო მათ სიკეთე, სიხარული და ბედნიერება. მსგავსი ფესტივალი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქალაქის ცნობადობის გაზრდას," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

საქველმოქმედო პროექტი "სააღდგომო ფესტივალი" ტრადიციულ სახეს მიიღებს და ბათუმში ყოველწლიურად გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა თავშესაფარში დარიგდება.

სააღდგომო-საქველმოქმედო ფესტივალს ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები ესრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics