2017-04-10 17:22:16, 2347 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება რეგიონი
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ დე-ფაქტო არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს არ აღიარებს
აზერბაიჯანი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ დე-ფაქტო არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს არ აღიარებს.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, "არჩევნები" და ე.წ რეფერენდუმი არალეგიტიმურია.
აზერბაიჯანის საგარეო უწყება დარწმუნებულია, რომ საკითხის ნორმალურად მოგვარებისთვის, აუცილებელია მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით ე.წ არჩევნებში დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. გარდა დე-ფაქტო არჩევნებისა, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ რეფერენდუმიც გაიმართა, რომელიც სახელის შევლას უკავშირდება. ამომრჩეველთა 70% სახელის ცვლილებას მხარი დაუჭირა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან