11:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 11:54:01, 387 ნახვა

საზოგადოება
სწრაფი და კომფორტული სახელმწიფო სერვისები შილდაშიც ხელმისაწვდომი იქნება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოფელ შილდას ესტუმრა, სადაც საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მოინახულა და პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. 

მინისტრთან ერთად შილდაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.  200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია კაჭრეთის, ყვარელწყლის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ხევის, მანგლისის, კოდას, შორაპნის, ნიგოეთის, ჭალადიდის, ჯვრის, ფოკას, ხიდისთავის, ნუკრიანისა და კორბოულის მოსახლეობას. 

სულ მალე საზოგადოებრივი ცენტრი კაზრეთში გაიხსნება − იუსტიციის მინისტრმა აქ მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი რამდენიმე დღის წინ დაათვალიერა. ამის შემდგომ 200-ზე მეტი სერვისის ადგილზე მიღებას უკვე შილდას მოსახლეობაც შეძლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics