11:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 22:11:59, 966 ნახვა

სამხედრო
სესიაშვილი თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე: ვწუხვარ, მაგრამ ეს საქმე გასაკეთებელია

სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტრო საჭიროებდა და დღესაც საჭიროებს სერიოზულ ოპტიმიზაციას, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმას და რეორგანიზაციის პროცესს.

როგორც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სესიაშვილმა განაცხადა, ეს ის მტკივნეული ნაბიჯებია, რომელიც სჭირდება თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ ოფიცერს, ეროვნული თავდაცვის ინტერესებს. ამიტომ, ის წუხილს გამოთქვამს, მაგრამ ეს საქმე გასაკეთებელია.

„მესმის ნებისმიერი ადამიანის, სამსახურიდან გათავისუფლება, სამსახურის დაკარგვა ძალიან რთულია, მაგრამ მინდა პირდაპირ ვთქვა, სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტრო საჭიროებდა და დღესაც საჭიროებს სერიოზულ ოპტიმიზაციას. მე არ ვამბობ ამას დღევანდელი გადმოსახედიდან. მინდა გითხრათ, რომ ყველა მინისტრისთვის, რომელიც თავდაცვას ხელმძღვანელობდა, ეს პრობლემა ნათელი იყო და სერიოზული სიმწვავით იდგა. ეს ამოტრიალებული პირამიდა უნდა გამოვასწოროთ, რეალურად უნდა ჩავჯდეთ იმ სტანდარტებში, რასაც ნატოს სტანდარტი ჰქვია. თავად სამხედროებმა ძალიან კარგად იციან, რომ ხშირ შემთხვევაში უფროსი ოფიცრები უფრო მეტნი არიან, ვიდრე უმცროსი ოფიცრები, რომელთა საჭიროება დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე პირიქით. ასევე, შეიძლება სამხედრო პოლიციის რიცხოვნობა გადამეტებული იყოს, აჭარბებდეს პროპორციულად საერთო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას და თანაფარდობა იყოს არასწორი. ადამიანურად, ჩემი პოზიციიდან გამომდინარეც, მე თანავუგრძნობ ამ ადამიანებს, მაგრამ ეს ის მტკივნეული ნაბიჯებია, რომელიც სჭირდება თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ ოფიცერს, ეროვნული თავდაცვის ინტერესებს. ამიტომ, ვწუხვარ, მაგრამ ეს საქმე გასაკეთებელია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, სამხედრო პოლიციიდან დღეს 100-მდე თანამშრომელი დაითხოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics