19:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 15:18:02, 1118 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტის პრესსპიკერი რუსი ბიზნესმენების ვიზიტზე: ჩვენთვის არანაირი კითხვის ნიშანი არ ჩნდება

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ახალი თემა არ არის.

ამის შესახებ მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განცხადა, რომელიც საქართველოში რუსი ბიზნესმენების ვიზიტს ეხებოდა.

„რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ახალი თემა არ არის და ეს იყო ამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური მიმართულების ერთ-ერთი მთავარი დაპირება. ეს ყველაფერი დეკლარირებული აქვთ. შესაბამისად, აქ ჩვენთვის არანაირი კითხვის ნიშანი არ ჩნდება. ეს არის ზოგადად მათი საგარეო პოლიტიკური კურსის გაგრძელება“, - განაცხადა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics