23:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-11 18:30:50, 1116 ნახვა

მსოფლიო
მილიონიანმა მარშმა რესპუბლიკის მოედნიდან სტარტი აიღო

პარიზში,  რესპუბლიკის მოედანზე,  შეკრებილმა ადამიანებმა  მსვლელობა დაიწყეს, რომელიც   რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. 

მილიონიანი მარშის მონაწილეები 3 კილომეტრს  ფეხით გაივლის. მარში  ეროვნულ მოედანზე დასრულდება. აქციაზე 40-ზე მეტი ქვეყნის პირველ პირები იმყოფებიან. აქციას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ამასთან,  მილიონიან მარშში მონაწილეობას იღებენ   უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკრო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.  პარიზში რუსეთის დელეგაციაც ჩავიდა,  რომელსაც სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს. საფრანგეთში იმყოფება  ესპანეთისა და იტალიის პრეზიდენტებიც,  ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ ქემერონი.  რაც შეეხება აშშ–ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას, თეთრი სახლის ინფორმაციით, ის სოლიდარობის აქციას არ დაესწრება. მის მაგივრად აქციაზე იუსტიციის მინისტრი ერიკ ოლდე გაემგზავრა.

შეგახსენებთ, 7 იანვარს "Charlie Hebdo"-ს ოფისზე მომხდარ  თავდასხმას, 12 ადამიანი  ემსხვერპლა, 11  კი, დაიჭრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics