16:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 12:00:20, 1053 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
„ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, გამონაკლისი ვერ გაკეთდება“

“უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას უნდა გაითვალისწინონ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რაიმე გამონაკლისი ამ თვალსაზრისით ვერ გაკეთდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო „როსტურიზმის“ განცხადებას, სადაც ის მოუწოდებს რუსულ ტურ ოპერატორებს, ტურების გაყიდვისას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მათთვის „არსებული  საფრთხეების“ შესახებ აცნობონ.

აბაშიძის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში დაფიქსირდა უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან.

„როსტურიზმის“ ამ განცხადებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში მართლაც დაფიქსირდა უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან. მთავრობის მიზანმიმართული მუშაობის შედეგად ქვეყანაში უცხოელი ტურისტებისთვის შექმნილია კომფორტული, უსაფრთხო გარემო. ამას აღნიშნავენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე თვით უცხოელი ტურისტები. ამასთანავე, უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას ბუნებრივია, უნდა გაითვალისწინონ ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქისათვის რაიმე გამონაკლისი ამ თვალსაზრისით ვერ გაკეთდება. ჩვენ ვეთანხმებით აღნიშნული კომენტარის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მოგზაურობისას უცხოელმა ტურისტებმა თან უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის გართულებები ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics