11:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 10:07:09, 389 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ცივილიზებული სამყარო რუსეთსა და ცხინვალის რეჟიმს შორის ე.წ ხელშეკრულებას ნეგატიურად აფასებს

მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთსა და ცხინვალის რეჟიმს შორის ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერას ნეგატიურად აფასებს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ  სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. პრემიერმა მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთმა საქართველოს მიერ სტაბილურობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ნეგატიურად უპასუხა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ გუშინ, რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეჟიმთან გაფორმებული ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერა ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული. ჩვენთვის სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა იმ რეგიონში სტაბილურობისკენ გადადგმულ ჩვენს ნაბიჯებს. რა თქმა უნდა ნეგატიურად ვაფასებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი ე.წ ხელშეკრულების გაფორმებას. მინდა გითხრათ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მოვახერხეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო ეს ფაქტი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოხდა ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმება ოკუპირებულ აფხაზეთთან, შემდეგ ცხინვალთან. მთელი ცივილიზებული სამყარო ნეგატიურად აფასებს ამ ფაქტს",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics